-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

32°F პოსტერი
32°F poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

32°F

გამყიდველი
ხელს უწყობს უარყოფითი ფიქრებისა და ენერგიისგან გათავისუფლებას
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ფარენჰაიტი ტემპერატურის საზომი ერთეულია ზოგიერთ ქვეყანაში, რომლის მიხედვითაც 32 გრადუსზე წყალი იყინება. სახელიდან და ფერიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვიზუალზე გაყინული წყლის კრისტალების მიკროსამყაროა წარმოდგენილი.

ყინული, თავისი ბუნებიდან გამომდინარე,  სიცივესთან, სტატიურობასთან და ფიქსირებულ მდგომარეობასთან ასოცირდება. თუ ადამიანურ ხასიათთან გავავლებთ პარალელს, ემოციურად თავშეკავებული, ჩაკეტილი და ცოტა მკაცრი ადამიანის სამყაროს მოგვაგონებს.

წყალი, როგორც სიმბოლო,  სიცოცხლის უპირველეს წყაროს წარმოადგენს. იგი უკიდეგანო პოტენციალის მომცველია, რადგან ერთნაირად შეიძლება იყოს დესტრუქციულიც და სიცოცხლისთვის აუცილებელიც. წყალი თვით სამყაროს საწყისად ითვლება. ყოველი სიცოცხლე წყალში იწყება.

უძველესი დროიდან, მრავალ კულტურასა თუ რელიგიაში  თავისი ყოვლისმომცველობიდან გამომდინარე წყალს ბევრნაირი დატვირთვა გააჩნდა.  ითვლებოდა, რომ უარყოფითი ფიქრებისგან და ენერგიისგან განწმენდა შეეძლო. ნათლობის, როგორც ხელახალი დაბადების ცერემონიალი წმინდა წყლით სრულდება.

ვიზუალზე ფიგურები იდეალური გეომეტრიული წესრიგითაა ჩაქსოვილი ერთმანეთში და ქმნის სტრუქტურულად მტკიცე, საშუალო სიმჭიდროვის, იდენტურ კვანძებს.

გარდა დეკორატიული მნიშვნელობისა, კვანძებს უძველესი სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია.  თავისუფალი კვანძები უსასრულობასა და მარადიულ სიცოცხლეს განასახიერებენ, მჭიდროდ შეკავშირებულნი კი – მუდმივობას, სამუდამო კავშირს.  ბუდიზმში ბედნიერების რვა სიმბოლურ ნიშანთა შორის ერთ–ერთი სწორედ კვანძია.

ინდურ კულტურაში უმაღლესი ინდური კასტის წევრებს განმასხვავებელ ნიშნად დაბადებიდან უკეთიათ ყელზე გაკვანძული ზონარი, როგორც სამყაროსთან სულიერი მაკავშირებელი. სწორედ ამ სიმბოლური იდეის ევოლუციას წარმოადგენს დღესაც ყელზე გაკვანძული შარფები და ჰალსტუხიც კი.

დეტალები

  • ზომა: 50x70სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური