-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

ფრაგმენტი პოსტერი
Fragment poster
ქართული დეკორატიული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის და ინტერიერისთვის

ფრაგმენტი

გამყიდველი
გვიბიძგებს სტაბილურობისა და წესრიგისკენ
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ვიზუალის სახელოდებაა ფრაგმენტი. რთული სათქმელია ის, თუ რისი ფრაგმენტია გამოსახული. ესა არაა რაიმე კონკრეტული, ყოფითი საგანი. ესაა მეტაფორა ან სიმბოლო ემოციებისა და მდგომარეობისა, რომელიც ვიზუალის ავტორმა ამ ფორმით გამოხატა.

სურათი შავ–თეთრი, ცივი და პირქუშია. შავ ფონზე, შავ ძელებს ვხედავთ, რომელზეც თეთრი გაურკვეველი სხეული იხლართება. ვიზუალი ძალიან სუფთა, სიმეტრიული და მოწესრიგებულია. თუ წარმოვიდგენთ რომ მისი შემობრუნება შეგვიძლია, იგი უკანა მხრიდანაც ზუტად ისეთივე იქნება, როგორიც – წინიდან. შეიძლება ითქვას, რომ წაღმა–უკუღმა არ გააჩნია. ყურადღებამისაქცევია ის მომენტი, რომ ობიექტი ოდნავ მარჯვნივაა შეტრიალებული  – სწორედ იმ მიმართულებით, საიდანაც სინათლე ეცემა. და თუ სინათლის წყარო ზევითაა, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიზუალის თეთრი დეტალი მოძრავია და შავ ძელებს შორის სინათლის მიმართულებით, ზევით მისრიალებს.

დაბრკოლებები ერთნაირია – არც ისე რთული და  გადაულახავი. ფრაგმენტი ნაწილია ერთგვარი მექანიზმისა, რომელიც იმ მიმართულებით მოძრაობს, საიდანაც სინათლე შემოდის. სიბნელეში კი სრულიად ჩერდება, ყუველგვარი სირთულის გადალახვა დინამიურობაშია.

ამ კუნაპეტ სიშავეში წამყვანი დეტალი, რომელიც ცოცხალი და მოძრავია, თეთრი ფერისაა. ცარიელი და სუფთა. იგი მხოლოდ მაშინ გახდება საინტერესო, ფერადი და ხმაურიანი, თუკი მასზე ვინმე რამეს დაწერს ან დახატავს ან ირგვლივ მეტ სინათლეს შემოუშვებს. ამის მზადყოფნა ნამდვილად არსებობს, მხოლოდ  გამბედაობაა საჭირო.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური