-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

ფერადი ბრა პოსტერი
Colored lamp poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

ფერადი ბრა

გამყიდველი
გვეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. განგვაწყობს დასვენებისა და განტვირთვისკენ
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ბრას, გარდა დეკორატიული ესთეტიკისა, სინათლის წყაროს მნიშვნელობა გააჩნია. სინათლეზე ძვირფასი კი ცოტა რამ არსებობს ჩვენს ყოფიერებაში. სინათლე სამყაროს შეცნობისა და ბედნიერების მეტაფორაა. იგი სიმბოლიზირებულია ისეთ მნიშვნელოვან ცნებებთან, როგორიცაა სისპეტაკე, სიფაქიზე, გონიერება, ინტელექტი (გონების სინათლე), აღმაფრენა, უკვდავება და თავად სიცოცხლე. სინათლე თავისი შინაარსით ხომ სიბნელეს უპირისპირდება, მათი მარადიული ურთიერთჩანაცვლება კი სასიცოცხლო ციკლის განუყოფელი ნაწილია. სიბნელე ცვლის სინათლეს, დღე ენაცვლება ღამეს. სწორედ ამ პროცესის ასოციაცია შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გრაფიკულ ვიზუალშიც. ბრა ორი იდენტური, ურთიერთმონაცვლე კუბებისგანაა აგებული. მათი ფერები ძალიან მოგვაგონებს ცას დაისისა და აისის დროს. როცა თენდება, სწორედ ასეთი მოიისფრო ბინდი იცვლება კაშკაშა ლაჟვარდისფერით, ხოლო დაღამებისას, ყველას გვინახავს ცეცხლისფრად აელვარებული ზეცა, რომელსაც ნელ–ნელა მოიცავს წყვდიადი.

ვიზუალზე ყოველ კუბს ცენტრიდან გამოჰყვება თანაბარი ჭრილები, რომლებიც გვიქმნის მოცულობის შთაბეჭდილებას. ამ ჭრილების საშუალებით სინათლე ისე ნაწილდება, რომ აისისა და დაისის ფერების სრულ სპექტრს მოივლის ცენტრის გარშემო. საგულისხმოა, რომ ჭრილები ერთმანეთისკენაა მიმართული და ებმის ერთმანეთს, როგორც დღე – ღამეს. ფიგურების ასეთი განლაგება კოსმოსური წესრიგისა და ციკლის უწყვეტობის ასოციაციას ტოვებს.

ვიზუალში არ გვხვდება მკვეთრი შტრიხები და შუქჩრდილები. ფერებიც და სტრუქტურაც ძალიან მოზომილი, რბილი და სათუთია. ასვენებს თვალს, გონებას და ტოვებს ვიტრაჟისებური სიმყუდროვის განცდას.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური