-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

სიესტა პოსტერი
Siesta poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

სიესტა

გამყიდველი
განგვაწყობს პროგრესისა და ცვლილებებისკენ
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

 აღწერა

სიესტა – გრაფიკული ნამუშვერი, სახელწოდებიდან გამომდინარე (ესპანურად- შუა დღის ძილი), დაკავშირებულია დასვენებასთან, სტრესისგან გათავისუფლებასთან, სიმშვიდესთან და განტვირთვასთან, რაც თავისთავად, მხოლოდ დადებით, მშვიდ ემოციებს მოიაზრებს.  

სპირალი ზრდისა და განვითარების, ჩიხიდან გამოსავლის პოვნის სიმბოლოა. განგვაწყობს პროგრესისა და  ცვლილებებისკენ. მბრუნავ სპირალს მედიტაციური და დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია.
სურათზე სპირალური გამოსახულება თავისი სიმსუბუქითა და ფერთა ჰარმონიულობით შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც პასიურ აზრთა ნაკადი, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ნეგატივისგან და პრობლემებისგან. სურათიდან წამოსული ენერგია მიმართულია გონების დასვენებისა და განწმენდისკენ, აღვიძებს ოპტიმიზმს და სიცოცხლის ციკლის ახალი ძალებით გაგრძელებისკენ გვიბიძგებს.

ფერები, რომლითაც სპირალისებური ფიგურაა წარმოდგენილი, ჰარმონიულად გადაინაცვლებს შავიდან ყვითლისაკენ და გაივლის ყველა შესაძლო ტონალობას. ეს გრადაცია შეგვიძლია სიმბოლურად  დავუკავშიროთ მიწიდან მზისკენ მისწრაფებას, ანუ გზას მოსაწყენი ერთფეროვნებიდან სრული ჰარმონიისკენ. 

თეთრი ფონი, აღიქმება, როგორც სინათლის, ახალი დღის, „სუფთა ფურცლის“ სიმბოლოდ, რომელიც სიახლეების საწყისად მიიჩნევა. თეთრი ფერი სიწმინდის და უმანკოების ფერია.

სივრცე გამჭვირვალე სპირალის მიღმა საკმაოდ ინტიმურად გამოიყურება ძირითადი ფერების ეფექტის გამო. ამ შეგრძნებას  ასევე აღძრავს ის ძალიან წმინდა და სათუთი ხაზების სტრუქტურა, რომლითაც სპირალია აგებული. ფიგურის ფორმები, თავისი სინაზიდან და იდეალურობიდან გამომდინარე, შეხების სურვილს ბადებს.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური