-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

პარეიდოლია პოსტერი
Pareidolia poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

პარეიდოლია

გამყიდველი
სიმშვიდისმომგვრელია, ხელს უწყობს ჩვენი წარმოსახვისა და ფანტაზიის განვითარებას
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

პარეიდოლია ძალიან სახალისო და საინტერესო თავშესაქცევია და ნიშნავს ადამიანის მიერ აბსტრაქტულ ფიგურებში რაიმე კონკრეტული გამოსახულების მიმსგავსებისა და გამოკვეთის პროცესს. მაგალითად, ღრუბლების სხვადასხვა ცხოველებისა თუ საგნებისთვის მიმსგავსება, რაც ყველას გაგვიკეთებია.

რაც შეეხება ამ ვიზუალს, თვითონ სახელწოდება გვიბიძგებს, რაც უნდა გავაკეთოთ – წარმოსახვა მივუშვათ და ვიფანტაზიოროთ.  გამოსახულების ფერები, ფორმები და ფაქტურა სიმშვიდისმომგვრელია, ჰარმონიული, ნათელი და ჩვენს წარმოსახვას პოზიტივისთვის განაწყობს.

სურათი ზედმეტედ მოწესრიგებულია იმისათვის, რომ იქ რაიმე კონკრეტული საგნის კონტურები გამოვკვეთოთ. ამიტომ უფრო საინტერესო იქნება, თუ ვეცდებით მასში დინამიკა აღმოვაჩინოთ. მაგალითად, როგორ იძირება ვარდისფერ ბლანტ სითხეში ცისფერი გლუვი სხეული, რა ხმას გამოსცემს, ეცვლება თუ არა ფერი ან ფორმა. იქნებ კი არ იძირება, პირიქით – მისი სიღრმიდან იწყებს ამოსვლას. მერე რა მოხდება, სადამდე გაგრძელდება, შეჩერდება თუ უკან დაბრუნდება? რა ფორმას მიიღებს, რა ფერს?

იქნებ, არც იძირება და არც სიღრმიდან ამოდის. სულაც ტივტივებს და ზედაპირზე დაცურავს, ან დნება და ფერი ეცვლება. ან იქნებ, მყარი სხეულია ბასრი კიდეებით. ვარდისფერი ფონი კი სულაც აირია, კვამლი, ცეცხლი, ნაყინი ან საზამთრო. ამის თქმა გადაჭრით არავის შეუძლია და სინამდვილეც ისაა, რაზეც ვიზუალის აღქმის კონკრეტულ მომენტში ჩვენი თვალები და გონება შეთანხმდებიან.

დეტალები

  • ზომა: 50x70სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური