-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

მხურვალმედეგი პოსტერი
mkhurvalmedegi poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

მხურვალმედეგი

გამყიდველი
თავგადასვლებისა და მოქმედებისთვის განგვაწყობს და გვიბიძგებს ახალი ემოციური განცდებისკენ
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

გრაფიკული ნამუშევარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი მხოლოდ ფრაგმენტია უზარმაზარი მხურვალე სხეულისა, რომელიც მაღალი ტემპერატურით და დინამიკით ხასიათდება. იგი მიედინება, როგორც ვულკანიდან ახლად ამოფრქვეული ლავა, იმ განსხვავებით, რომ სივრცეში გასული კალაპოტი გააჩნია, რაც უსაფრთხოების განცდა გვიჩენს. ფერებ, ფორმებ და ტექსტურა ასოციაციურად ადამიანურ ვნებებს უკავშირდება, რაც ძლიერ მოტივაციურ განწყობებს აღძრავს. ფიგურის ფორმები და შუქჩრდილები ბადებს შეგრძნებას, რომ ისინი დინამიკაშია, განუწყვეტლივ იცვლება, არასოდეს იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას და ყოველი წამით ტკბობას შთაგვაგონებს.
ამ გრაფიკულ ამუშევარში გადამწყვეტი როლი შუქია, რომელიც სივრცის და უსასრულობის შთაბეჭდილებას ქმნის და ფიგურებზე სასიამოვნო ფერებს ანაწილებს.
სურათზე ძირითადად ორი ფერი ერწყმის ერთმანეთს: ლურჯი და ნარინჯისფერი (ალისფერი). ისინი ერთმანეთის საპირისპირო, ორი სხადასხვა სტიქიის ფერია (წყალი და ცეცხლი) მათი კავშირი თავგადასვლების და მოქმედებისთვის განგვაწყობს და ახალი ემოციური განცდებისკენ გვიბიძგებს.

დეტალები

  • ზომა: 50x70სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური