-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

მაგმა პოსტერი
magma poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

მაგმა

გამყიდველი
ხელს უწყობს ნეგატიური ემოციებისგან განმუხტვასა და ახალი ენერგიით აღვსებას
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

მაგმა, ვულკანიდან გადმოღვრილი გავარვარებული მასა, სიმბოლური ასოციაციებით უპირობო, ყოვლისმომცველ ძალაუფლებასთანაა  დაკავშირებული. იგი ყველაზე ძლიერი სტიქიაა, რომლის შეკავებაც შეუძლებელია. მაგმა ცოცხალი სხეულია თავისი ტემპერამენტით, ქცევებით, ექსცენტრულობით.

მეტაფორულად ვულკანი ყველაზე ხშირად ძლიერ ემოციებთან მიმართებაში გვხვდება, რომელიც დიდხანს გროვდება, დუღს, ბოლოს კი მთელი ძალით იფეთქებს და წამლეკავად გადმოიღვრება. ეს მოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე შემთხვევაში – როგორც დედამიწაზე ვულკანის ამოფრქვევა, ასევე ადამიანში დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლება, სასიცოცხლო პროცესებისა და ენერგიის დასაბალანსებლადაა საჭირო. ამის გამოა, რომ ფსიქოლოგიაში და ხშირად ფილოსოფიაშიც ვულკანი არაცნობიერის, დალექილი ემოციების სიმბოლოა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება.

მაგმა, თავისი ბუნებით, ძალიან დამოუკიდებელი, დინამიური და შემოქმედებითია. მას ფორმა არ გააჩნია, ის თავის ფორმას თავად ქმნის.  მისი ფერი კი ფერთა შორის ყველაზე ტემპერამენტიანია.
წითელი – სისხლის, სიცოცხლის, ენერგიის, ცეცხლის, სიძლიერის ფერია. ის ლიდერობის სურვილს აღვიძებს და სიმორცხვის დათგუნვაში გვეხმარება. წითელი სიყვარულის, ვნების, სექსუალურობის ფერიცაა. მას შეუძლია ადამიანის ყველაზე აქტიური სურვილების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება –  როგორც კეთილი ზრახვების, ასევე –აგრესიისაც.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური