-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

კოჩინელა მანიფიკა პოსტერი
Coccinella Magnifica poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

კოჩინელა მანიფიკა

გამყიდველი
ააქტიურებს სასიცოცხლო ენერგიას, წარმოადგენს ბედნიერების მომტან სიმბოლოს
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია


    აღწერა

    ვიზუალის სახელწოდება Coccinella Magnifica იტალიურიდან სიტყვა–სიტყვით ითარგმნება, როგორც ჯადოსნური ხოჭო. ასე ეწოდება ფართოდ გავრცელებულ შვიდხალიან ჭიამაიას. ამ გრაფიკულ ვიზუალში სწორედ ეს არსებაა ნაგულისხმევი. 

    ძირითადი წითელი კვადრატებით მთლიანი სხეულია წარმოდგენილი.  მათი სიმეტრიული მონაცვლეობა და ურთიერთკვეთა მწერის სხეულზე განლაგებული ხალების შთაბეჭდილებას ქმნის, ხოლო კვადრატების  ზომების თანაფარდობა, სხეულის მოცულობის შეგრძნებას იძლევა.

    წითელი, ფერთა შორის ყველაზე თბილი და წინააღმდეგობრივი ფერია. ის ერთდროულად დაკავშირებულია სიყვარულთან და ბრაზთან, ვნებასთან და ძალაუფლებასთან. წითელი ფერი მღელვარების, ენერგიის მასტიმულირებელი ფერია. კვლევებმა აჩვენა, რომ წითელი ფერის ყურება, ან წითელი სამოსის ტარება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის, წნევის, მეტაბოლიზმისა და ზოგადად, სასიცოცხლო ფუნქციების გააქტიურებას. ფერთა პალიტრაში წითელი ერთ–ერთი ყველაზე თვალშისაცემი ფერია, რის გამოც ხშირად გამოიყენება გამაფრთხილებელ ნიშნებში. ჭიამაის შემთხვევაშიც წითელ ფერს გამაფრთხილებელი, სასიგნალო ფუნქცია აქვს. (ითვლება, რომ ფრინველები შორიდანვე იოლად აფიქსირებენ და ერიდებიან მას, რადგან იგი გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის მომწამვლელია), 

    წითელი კვადრატების რაოდენობა (შვიდი ცალი)  შეიძლება დაკავშირებული იყოს მწერის ხალების რაოდენობასთან. მსოფლიო კულტურასა და მითოლოგიაში  შვიდი არის ციფრი, რომელსაც ყველაზე ხშირად შეხვდებით და რომელიც ყველგან და ყოველთვის მხოლოდ დადებითი დატვირთვისა და შინაარსის მატარებელია. 

    ვიზუალის ირგვლივ გამოსახულია მწვანე, ყვითელი და თეთრი  შტრიხები. თეთრი დეტალები ფრთების სწრაფ მოძრაობას მოგვაგონებს ფრენის მომენტში, მწვანე დეტალები  შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ფლუიდები, რომელთა მეშვეობითაც მწერი გარესამყაროს ეკონტაქტება;  ხოლო ყვითელი ხაზები  ის ნაკვალევი შეიძლება იყოს, რომელსაც ჭიამაია ტოვებს მავნებლების მოსაშორებლად. სწორედ ეს დეტალები ანიჭებს ვიზუალს სიცოცხლესა და დინამიკას. მათი ეფექტურობის ხაზგასასმელად და გასაძლიერებლადაა ძირითად ფონად შავი ფერი შერჩეული. შავზე უკეთ სხვა ვერცერთი ფონი  ვერ გამოკვეთდა მასზე წარმოდგენილი ელემენტებისა და ფერების ჰარმონიულობას. 

    ვიზუალზე ყოველი დეტალი მიკრო ელექტროსხეულს წააგავს, რომლის კონტურებიც სიბნელეში უჩინარდება. სინათლის ასეთი გადანაწილება მთლიან ფიგურას იდუმალებას ანიჭებს. ტოვებს განცდას, რომ ოდესმე აუცილებლად ჩაქრება, რაც ქვეცნობიერად, მწერის ეფემერულ ბუნებას გვახსენებს.

    რაც შეეხება ჭიამაიის სიმბოლურ დატვირთვას, მისი გამოჩენა ყოველთვის პოზიტივთან ასოცირდება. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თუ ჭიამაიამ დასაჯდომად აგირჩია, ბედნიერებასა და იღბალს მოგიტანს.

    დეტალები

    • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
    • ჩარჩოს ფერი: შავი
    • წონა: 2.2 კგ
    • ორიენტაცია: ვერტიკალური