-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

ზუალი პოსტერი
Saturn poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

ზუალი

გამყიდველი
აღძრავს თავდაჭერილობას, გამძლეობასა და ემოციურ სიმტკიცეს
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ზუალი, იგივე სატურნი, მზის სისტემის პლანეტათა შორის ყველაზე ლამაზია თავისი თანმდევი რგოლების გამო და ყველაზე მეტი, 82 თანამგზავრი ჰყავს.

ზუალი მისი ძველქართული სახელწოდებაა. იგი  პირველად ვეფხისტყაოსნის იმ ეპიზოდში გვხვდება, სადაც ფრიდონთან მიმავალი ავთანდილი ციურ მნათობებს შესთხოვს, ძალა შემატონ რაინდული ფიცის ასასრულებლად. ეს ეპიზოდი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ   ადამიანის ბედ–იღბალი და ასტრალური სამყარო ოდითგანვე მტკიცე კავშირშია ერთმანეთთან.  პლანეტარული სიმბოლიზმი იმდენადაა ფესვგადგმული ადამიანის ცნობიერებაში, რომ დღემდე დიდი ინტერესის საგანია. მე–18 საუკუნემდე მეცნიერებიც და ასტროლოგებიც თვლიდნენ, რომ სასიცოცხლო პროცესებს დედამიწაზე შვიდი მნათობი წარმართავდა.  რუსთაველთან ის შვიდი პლანეტა, რომელთაც ავთანდილი მიმართვას, განასახიერებს „შვიდ ცას“  – სამყაროს შვიდ მიმართულებას. მათ შორის ზუალი, სიმბოლურად, ჩრდილოეთის მნიშვნელობას ატარებს.

თითოეულ პლანეტას ჰქონდა სქესიც. სატურნი, მარსთან და იუპიტერთან ერთად, მამაკაცურ საწყისს განასახიერებდა და გამძლეობის, თავდაჭერილობის სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა. ადრეულ მითოლოგიაში სატურნი ასოცირებული იყო მიწათმოქმედებასთან. მოგვიანებით მას ჟამთასვლის, სიბერისა და სიბრძნის სიმბოლიკა მიენიჭა. სატურნის ალეგორიული პორტრეტი თეთრწვერა მოხუცი იყო, რომელსაც ხელში ქვიშის საათით ხატავდნენ. (© სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია)

ამ სიმბოლურ მახასიათებლებს შეგვიძლია დავუკავშიროთ ფერები და სტრუქტურა, რომლითაც ვიზუალია წარმოდგენილი. შავ–თეთრი და მონაცრისფრო ტონები ცივ, მეტალისებურ შეგრძნებებს იძლევა, რაც ქვეცნობიერად მამაკაცური თავშეკავებულობის, სიმკაცრისა და სიმტკიცის ასოციაციებს აღძრავს.

ვიზუალზე ფიგურა ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი და შუაში იქცევს თავის მსგავს, შედარებით მცირე ზომის სხეულებს, სავარაუდოდ – თანამგზავრებს. ასოციაციურად ეს დეტალიც შეგვიძლია დავუკავშიროთ მამაკაცური საიმედოობისა და დაცულობის შეგრძნებებს. შავი ფონი კოსმოსური იდუმალებისა და უსასრულობის გამომხატველია. გრძელი ზოლები კი ის ორბიტაა, რომელზეც სატურნი ხანგრძლივად მოძრაობს მზის გარშემო.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური