
აღწერა
გრაფიკულ ნამუშევარზე წარმოდგენილია სამი ფერი – შავი, ლურჯი და ყვითელი. შავი, რომელიც ბუნდოვანებასთან და ღამესთან, იდუმალებასთან ასოცირდება, ქმნის ფონს და აძლიერებს ავანგარდში მყოფი – ლურჯი ფერის ზემოქმედებას ჩვენს ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობაზე.
ლურჯი – სრული სიმშვიდის, სულიერების ფერია. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ემსახურება ორგანიზმის ძალების აღდგენას და განაპირობებს რელაქსაციისა და მოდუნების პროცესს. პოზიტიურად მოქმედებს გამოფიტვის და ავადმყოფობის დროს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აძლიერებს მგძნობელობასა და სენსიტიურობას. ხელს უწყობს წონასწორობისა და ბალანსის შეგრძნებას. ლურჯი სიღრმის, ქალურობის და ერთგულების ფერია. ასევე სასარგებლო ფერია მედიტაციისთვის. ლურჯი სიმბოლოა გამთლიანებისა და კმაყოფილების.
ნამუშევრის სახელიდან გამომდინარე, ლურჯი ფერით წვიმის წვეთებია გამოსახული. წვიმა, თავისი არსით შესაძლოა დავუკავშიროთ დაგროვილი ნეგატივისგან გათავისუფლებას, რომელიც ახალი სასიცოცხლო ძალის მომცემიცაა. წვეთებს შორის კი ტალღისებურად გამოკრთება ოქროსფერი სინათლის სხივები, რომელიც მოძრაობის, სასიცოცხლო ენერგიის მეტაფორაა.
დეტალები
-
პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
- ჩარჩოს ფერი: შავი
- წონა: 2.2 კგ
- ორიენტაცია: ვერტიკალური