-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

ევკლიდეს აისი პოსტერი
Euclid dawn poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

ევკლიდეს აისი

გამყიდველი
აღძრავს ყოველი მომდევნო დღის დაგეგმვის სურვილს
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ყვითელი – ერთ–ერთ ყველაზე ღია ფერად ითვლება თეთრის შემდეგ, რომელიც მხიარულებასთან, სიცოცხლის მოყვარეობასთან ასოცირდება. ყვითელი ყველაზე შთამაგონებელი ფერია. ყვითელი გამოხატავს შეუკავებელ ექსპრესიულობას. ის მოკაშკაშე ფერია, რომელიც დიდ, პოზიტიურ ენერგიას ასხივებს. 

ყვითელი ხელს უწყობს განმუხტვას, გამოთავისუფლებას მღელვარებისგან, სირთულეებისგან, შეზღუდვებისგან და პრობლემებისგან. ყვითელი კავშირშია პიკანტურობის სენსორულ შეგრძნებასთან. ყვითელი შრომისმოყვარეობის ფერიცაა. იგი ასევე ცვლილებების ფერია.

სურათზე ყვითლის გადამეტებულ ექსპრესიულობას აბალანსებს ნაცრისფერი, რომელიც ყველაზე უფრო ნეიტრალური და უპრეტენზიო ფერია.

ნაცრისფერი – უფეროა, არც ღია და არც მუქი, სრულიად მოკლებული სტიმულებსა და ტენდენციებს. ის ნეიტრალურია, არც სუბიექტურია და არც ობიექტური. ამიტომ არ მოდის კონფლიქტში არც ერთ სხვა ფერთან. 

ნამუშევარზე გამოსახულია მკაცრი გეომეტრიული სიზუსტით შექმნილი ფიგურები  – სამკუთხედები და ნახევარწრეები, რომლებიც სიმეტრიულად ენაცვება ერთმანეთს. რაკი სურათის სახელწოდებაში აისი ფიგურირებს, ნახევარწრეები ცალსახად ამომავალ მზესთან შეგვიძლია გავაიგივოთ, ნაცრისფერი ჰორიზონტები კი – ღამესთან, რომელიც იწყებს გათენებას. გათენება კი, როგორც სიმბოლო, თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. 

ეს გრაფიკული ნამუშევარი  ადამიანის  ყოველი მომდევნო დღის დაგეგმვის სურვილს აღძრავს, ყვითელი ნახევარწრე ენერგიის მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება და ასტიმულირებს პიროვნების მიზანშეწონილ ქმედებებს.

დეტალები

  • ზომა: 50x70სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური