-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

გაგატი პოსტერი
Agate poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

გაგატი

გამყიდველი
უარყოფითი ენერგიის მშთანთქმელია, აღძრავს დაცულობის განცდას
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

გაგატი, იგივე გიშერი, მინერალური ქვის სახელწოდებაა. იგი ლითოთერაპიაში სხადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ძველ დროში ითვლებოდა, რომ გიშერი ადამიანს ბნელი ძალებისგან იცავს. იგი დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცნობა სურთ.

შავი, გიშრის ფერი, ასოცირდება კოსმოსურ უსასრულობასთან. ასევე ძალაუფლებასთან და მისტიურ ხასიათს ატარებს. მოცემულ გრაფიკულ ნამუშევარში შავი წარმოდგენილია მის საპირისპირო, თეთრ ფერთან, რომლებიც ფერთა პალიტრაში ორ უკიდურეს პოლუსს წარმოადგენენ.

თეთრი, როგორც იწმინდის, სისპეტაკისა და გახსნილობის ფერი ჰარმონიაში მოდის შავის თავშეკავებულ, დომინანტ ბუნებასთან. შავისა და თეთრის კომბინაცია გვიქმნის შთაბეჭდილებას, თუ როგორ იბადება უსასრულობიდან რაღაც ახალი და წმინდა.

აღნიშნულ გრაფიკულ ნამუშევარზე ფიგურებგააჩნიათ მკვეთრად მომრგვალებული ფორმები. ბუნებაში სფერო წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულქმნილ ფიგურას. სფეროს სიმბოლო აქტიურადაა გამოყენებული მითოლოგიაში, რელიგიასა თუ ზღაპრებში, როგორც ყველაზე დაცული და საიმედო ფორმა.

ნამუშევარში სინათლის  ზუსტი განაწილება  იძლევა შუქ–ჩრდილების ჰარმონიულ გადათამაშებას და სიგლუვის ეფექტს, რაც  დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის თვალსა და გონებაზე.

ნახატი თავისი აბსტრაქტულობიდან გამომდინარე, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც ააქტიურებს წარმოსახვის უნარსა და ფანტაზიას.

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური