-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

ბეირუთის ბაღები პოსტერი
Beirut Gardens poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

ბეირუთის ბაღები

გამყიდველი
გვიბიძგებს გონებისა და გულის ჰარმონიული კავშირისკენ
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

აღწერა

ბეირუთის ბაღები თანამედროვე, ვერტიკალური ბაღებია, რომლებიც ბეირუთში შენობების სახურავებზეა გაშენებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ.

ვიზუალზე შავი ფონი ნოყიერი მიწის ასოციაციაა; მწვანე  – მცენარეების, ხოლო ფერადი ელემენტები – ყვავილებსა და ნაყოფს აღნიშნავს.
სურათზე მწვანე ფერის ინტენსივობა გარდამავალია ხასხასა მწვანედან მუქი მწვანესკენ, როგორც ყველა მცენარის სასიცოცხლო ციკლი.

მწვანე ფერი ბალანსისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ფსიქოლოგიურად მწვანე ფერი გონებისა და გულის ჰარმონიულ კავშირზე მიანიშნებს. მწვანე გაზაფხულის, განახლების, ახალი სიცოცხლის, ზრდისა და განვითარების ფერია.

ბაღი ძველთაგანვე იდეალური სამყაროს, კოსმიური წესრიგისა და ჰარმონიის მიწიერი განსხეულებაა. ესაა დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი სამოთხე. მსოფლიოს მრავალ კულტურაში ბაღი წარმოადგენდა ღვთაებრივი ნებისა და ადამიანური მისწრაფებების თანხვედრას.
ბაღი ცნობიერების სიმბოლოა, რომელიც უპირისპირდება ტყეს, როგორც არაცნობიერს.

ვიზუალზე გამოსახული ფიგურები ერთი შეხედვით გველს მოგვაგონებს. ეს შესაძლოა კავშირში იყოს ადამიანის მიწიერი ცხოვრების საწყისთან, რომელიც გველის მაცდუნებელი კარნახით სწორედ ბაღიდან დაიწყო.

დეტალები

  • ზომა: 50x70სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური