-25% ყველა ვიზუალზე! ვაუჩერის კოდია: GRAPHANTULI

არდაგი პოსტერი
Ardagi poster
ქართული პოსტერი
დეკორაციული პოსტერი სახლისთვის

არდაგი

გამყიდველი
აღწერა მალე დაემატება
ფასი
200.00 ₾
ფასი
ფასდაკლებული ფასი
200.00 ₾
ერთეულის ფასი
per 
ხელმისაწვდომია
გაყიდულია

დეტალები

  • პოსტერის ზომა: 50 X 70 სმ
  • ჩარჩოს ფერი: შავი
  • წონა: 2.2 კგ
  • ორიენტაცია: ჰორიზონტალური ან ვერტიკალური

აღწერა

არდაგი – ქსოვილი, რომელშიც გაახვიეს მიცვალებული იესო ქრისტე. დღეს ის ტურინში ინახება და გარდა მისი რელიგიური მნიშვნელობისა, უნიშვნელოვანესია ვიზუალური მხარე,  კერძოდ, მასზე აღბეჭდილი ქრისტეს სხეულის კონტურები. 

ჩვენს გრაფიკულ ვიზუალში, როგორც ხედავთ, მსგავსი არაფერია. სავარაუდოდ, მთელი შინაარსი, სახელწოდებიდან გამომდინარე, ფერებსა და ფორმებში უნდა ვეძებოთ. არდაგი სრულიად სიმბოლიზირებულია ოთხ იდენტურ გრაგნილში, რომელიც ვერტიკალურად ენაცვლება ერთმანეთს. ქაღალდივით სიფრიფანა ოთხი სხეული ერთმნეთის ზემოთ ისე ლივლივებს, რომ  არც შეხების წერტილები გააჩნიათ და არც რაიმე საყრდენი. უკიდურესი შიდა ნაწილი კი სიბნელეში იმგვარად უჩინარდება, რომ მის მთლიანობა მხოლოდ ლოგიკურად გამომდინარეობს და არა – ფაქტობრივად.

მთლიანად ვიზუალი ოთხი ფერისგან შედგება, რომლებიც სამყაროს ოთხი ძირითადი ელემენტის სიმბოლიზება შესაძლოა იყოს: შავი – მიწა; თეთრი – ჰაერი; ნარინჯისფერი – ცეცხლი; ხოლო ლურჯი – წყალი.
შავი ფონი –  სიმბოლოა დასასრულის, გარდაცვალების , უიმედობის და სიბნელისა, რომელიც ჯვარცმას უნდა მოჰყოლოდა. თეთრი კანტები, რომლებიც კიდეებში გასდევს არდაგს – სისპეტაკის, მშვიდობის ფერია. ლურჯი და ნარინჯისფერი ერთმანეთის საპირისპირო ფერებია და სურათზეც ერთმანეთში იმგვარადაა გარდამავალი, თითქოს იბრძვიან და ერთმანეთის დათგუნვას ცდილობენ, როგორც ცეცხლი და წყალი,  როგორც სიცოცხლე და სიკვდილი. ქრისტეს არდაგიც ამგვარი ბრძლის ამრეკლი უნდა ყოფილიყო, სადაც სიცოცხლემ სიკვდილი ჩაანაცვლა.